среда, 21 июля 2010 г.

სახელმწიფო

პროექტის სახელი – სახელმწიფო.
პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით–სახელმწიფოს წარმოშობა და განვითარება.
პროექტის სრული აღწერა–პროექტის მონაწილეები ადგენენ სახელმწოფოებრიობასთან და მმართველობასთან დაკავშირებული ტერმინებისა და ტოპონიმების ლექსიკონს.(მაგ. ჰერეთი, შავშეთი, დარბაზი, სავაზირო, ძეგლის დება, ციხე–გოჯი) აჯგუფებენ მათ ეპოქების მიხედვით და ამზადებენ თითოეული ეპოქის შესაბამის თვალსაჩინო მასალას(მაგ. რუკა, პლაკატი, სქემა, სტენდი) იმსჯელებენ ქართული სახელმწიფოების განვითარებაზე, უძველესი დროიდან დღემდე. ადარებენ საქართველოს წარსულში არსებულ მმართველობის სისტემებს დემოკრატიულობისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით.
მონაწილეთა ასაკი_17–18 წელი
ვადები (მონაწილეობის დასაწყისის და შესაძლო დამთავრების თარიღი) –3–4 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში–კვლევა, დისკუსია, მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურის თუ ინტერნეტის საშუალებით. ფოტო ალბომის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას–შეექმნებათ ნათელი წარმოდგენა სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ. შექმნიან ჩანახატებს, ფოტო ალბომებს, მოაწყობენ გამოფენას. მიეჩვევიან კომპიუტერთან ცოდნა–ჩვევების გაღრმავებას.
სარგებელი სხვებისთვის–პროექტის აქტუალური მონაწილეები გამდიდრებული ცოდნით ისტორიაში,მეცნიერებაში,სამართალში, გეოგრაფიაში,სახელმწიფოში თანატოლებს გაუზიარებენ მოძიებულ იმფორმაციებს და გააცნობენ თავიანთ ნაშრომს ინტერნეტის საშუალებით.
სამუშაო ენა–ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი–ისტორია, გეოგრაფია, სახელმწიფო,სამართალი,ინტერნეტი/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
პროექტის ფასილიტატორის ვინაობა–მაკა ნანიტაშვილი, დილიკაურის საჯარო სკოლა.
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა–makananitashvili@gmail.com
პროექტის ფორუმი–
პროექტის ვებ–ბლოგი–makananitashvili.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий